რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) მალხაზ კობაურის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები მტკიცებულებების 12 ტომიდან ერთსაც არ გაცნობიან ისე გამოიტანეს გამამტყუნებელი ვერდიქტი,- ამის შესახებ "2020NEWS-ს" კობაურის ადვოკატმა ალექსი კობაიძემ განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, საქმის განხილვისას, უამრავ პროცესუალურ დაღვევას ჰქონდა ადგილი, რის გასაჩივრებასაც შემდგომ ინსტანციებში აპირებენ.

„ ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტი იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ და მხოლოდ ვერსიის დონეზე გამყარებული. ბრალდებას ანუ პროკურატურას 12 ტომი ჰქონდა მოპოვებული მტკიცებულებების და აქედან ერთიც არ გამოუკვლევია, აქედან ნახევარი ტომის მეშვეობით მოხდა კობაურის პასუხისგებაში მიცემა. ჩვენი შეფასებით, ეს არ არის კანონიერი. საქმიდან გამომდინარე,როცა ჩვენ ვსაუბრობთ ,რომ ვერდიქტი უკანონოა, შესაბამისად, სასჯელიც უკანონო იქნება. ვაპირებთ, ეს გავასაჩივროთ სისხლის სამართლის კოდექსის 266 მუხლიდან გამომდინარე, ანუ ვერდიქტი საპროცესო კუთხით,რადგან უამრავი დაღვევა იყო,"-განაცხადა კობაიძე.

ცნობისთვის, სმიტების მკვლელობაში ბრალდებულს დღეს გორის რაიონულმა სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რაიან და ლორა სმითების და მათი 4 წლის ვაჟის ცხედრები ხადის ხეობაში 2018 წლის ივლისში აღმოაჩინეს. პოლიციამ მალევე 19 წლის მალხაზ კობაური დააკავა. კობაური დანაშაულს არ აღიარებს.

(2020 ნიუსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×