(რეზონანსი) პოეტი და მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი დავით მაღრაძე 13 აპრილს 14:00 საათზე ფილარმონიაში საგანგებო შეკრებას აანონსებს და საზოგადოებას მიმართავს.
"მათ ვისაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უსაფუძვლო და უსაგნო დაპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებას ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ზნეობრივი შინაარსისგან, შემოგვიერთდით 13 აპრილს, 2 საათზე ფილარმონიაში "დაიცავი საქართველოს" საგანგებო შეკრებაზე.
მათ ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას, მათ ვინც მომავალში ღირსებით ცხოვრებას აპირებთ, შემოგვიერთდით.
"ნაციონალური მოძრაობა" წარსულს უარყოფს, "ოცნებამ" კი მომავალი უარყო. შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც", - განაცხადა დავით მაღრაძემ.