რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) მინისტრი პრივილეგირებულია რამით? აქვს პრივილეგია? - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა ჟურნალისტების კითხვას ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროა ის, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, შსს აუცილებლად გამოავლენს და დააკავებს დამნაშავეებს, როგორც ეს სხვა შემთხვევებში იყო",- განაცხადა კალაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს. ინფორმაცია "პირველ რადიოს" შსს-მ არ დაუდასტურა, თავად მინისტრმა კი ჟურნალისტებთან ამ საკითხზე თქვა, რომ ეს მისი პირადი ცხოვრებაა:

​„თქვენს კითხვაზე ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია და ამიტომ ვიტოვებ მოქალაქეობრივ უფლებას, რომ ჩემს პირად საკითხზე არ გიპასუხოთ",- განაცხადა ქობულიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×