რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) ავლაბრის მეტროსთან ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ახალგაზრდა მამაკაცი ლუკა ფეიქრიშვილი ჩამოიყვანეს. დაახლოებით ერთი საათის წინ მან გაავრცელა განცხადება, რომ თუ მის დევნას არ შეწყვეტდნენ, თავს მოიკლავდა. 

ერთსაათიანი მუქარის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციას ჩამოსვლაზე დასთანხმდა. მისი თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ვაჟა სირაძე მას დაჰპირდა, რომ არავინ აღარ შეეხებოდა. „პრაიმტაიმთან" ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ მისმა ჯარიმებმა 4 ათას ლარს მიაღწია, ვინაიდან მაღალჩინოსნის ბრძანებით, მას უსაფრდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფეიქრიშვილმა იგივე მოთხოვნით გასულ წელს კუს ტბაზეც სცადა თვითმკვლელობა. მაშინ მას განზრახვა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ გადააფიქრებინა.

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×