(რეზონანსი) პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების ბრალდებით, სამართალდამცველებმა ახალგაზრდა ბიჭი აჭარაში დააკავეს.
როგორც დაკავებულის დეიდამ, ლილი ტაკიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ღამის 03:00 საათზე სამართალდამცველები სახლში მივიდნენ და გამოუცხადეს, რომ მისი დისშვილი ჯარში მიჰყავდათ.
დეიდა აცხადებს, რომ მისი დისშვილი მოტყუებით გაიყვანეს სახლიდან და დააკავეს. ის არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა, რადგან დაკავებულის მამა "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.
„მოტყუებით დააკავეს და გადაიყვანეს, ჩვენ კი არაფერი განგვიმარტეს, რისთვის აკავებდნენ ბიჭს, რომელიც აბიტურიენტია. ბრალდება მედიასაშუალებებით გავიგეთ. საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, როგორც სოფელ კაპრეშუმში, ასევე შუახევში, სოფელ ზემოხევში, სადაც დაკავებული ბიჭის მშობლები ცხოვრობენ. ბიჭი აბიტურიენტია და დროებით ჩემთან ცხოვრობდა“, - განაცხადა ლილი ტაკიძემ.
"პალიტრავიდეო"