(რეზონანსი) თბილისს დღესდღეობით ორიათასამდე ყვითელი სამარშუტო ტაქსი ემსახურება, თუმცა დედაქალაქისთვის ეს რაოდენობა საკმარისი არ არის, რადგან პიკის საათებში „მარშუტკები" გადავსებულია - დასაჯდომი კი არა, ფეხზე დასადგომი ადგილიც არ არის. მძოლები მგზავრთა ნაკადის სიმრავლეს იმით ხსნიან, რომ მათ დღიური გეგმა აქვთ შესავსები. მძღოლების საპირისპიროს აცხადებენ "თბილისის მიკროავტობუსების კომპანიაში".
როგორც კომპანიაში „2020NEWS" განუცხზადეს, მძროლების დღიური გეგმა ყველა ხაზზე სხვადასხვაა. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ გასულ წლებში იყო მცდელობა მგზავრთა ფეხზე დაყენება აეკრძალათ, თუმცა მეთოდმა არ გაამართლა.
„ჩვენ გვქონდა მცდელობა აგვეკრძალა მგზავრთა ფეხზე დაყენება. თუმცა, ამან მძღოლსა და მგზავრებს შორის კონფლიქტური სიტუაცია გამოიწვია. განსაკუთრებით, რთული მდგომარეობაა პიკის საათებში. კომპანია არ არეგულირებს მგზავრთა რაოდენობას, ამას თავად მძღოლები განსაზღვრავენ ," - განუცხადეს „2020NEWS-ს" თბილისის მიკროავტობუსების კომპანიაში.
კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ "სიტრა-ს" დასკვნას ელოდებიან, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ სამარშუტო ხაზზე რამდენი მიკროავტობუსი იქნება საჭირო. „ველოდებით "სიტრა-ს" დასკვნას, რომელიც მალე იქნება. დასკვნის შედეგად, ცნობილი გახდება, ამა თუ იმ ხაზზე, რა რაოდენობის მიკროავტობუსი იქნება საჭირო. ასევე ,ამ დასკვნით აღარ მოხდება დუბლირება ავტობუსის ხაზისა და მიროავტობუსის", - განუცხადეს სააგენტოს მიკროავტობუსის კომპანიაში.
თბილისის მიკროავტობუსებში ასევე არ გამორიცხავენ, რომ მგზავრობის საფასური მხოლოდ სამგზავრო ბარათით იყოს შესაძლებელი. თუმცა, ესეც , მათი თქმით, "სიტრა-ს "დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.