რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტთან მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, მცირე ინციდენტი მოხდა ტაქსის მძღოლების ნაწილსა და პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას შედეგად გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის.

მძღოლები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვასა და წელიწადში ორჯერ ტექდათვალიერების გავლას გულისხმობს. ისინი „ვაგზლის მოედნიდან" პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ.

ამასთან, როგორც ჟურნალისტი იტყობინება, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ამ დროისთვის პოლიციელები მანქანებისგან საავტომობილო გზას ათავისუფლებენ.

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×