რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი შეუძლოდ გახდა. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა.

შეგახსენებთ, თბილისში მომუშავე ტაქსისტების ნაწილი სხვადასხვა ახალ რეგულაციას, ძირითადად კი, მანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულებას აპროტესტებს და ამის შესასრულებლად დროის გადავადებას ითხოვს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×