რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალურ ათეულში გასული ლადო აფხაზავა ჩიბათის საჯარო სკოლას დაუბრუნდა.

წარმატებულ პედაგოგს სკოლაში სიმბოლურად ვარსკვლავიც გაუხსნეს.

ლადო აფხაზავა ვარკის ფონდის ელჩი გახდა და როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

"ჩემთვის მთავარი ჯილდო ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების სიყვარულია" - ამბობს პედაგოგი.

შეგახსენებთ, რომ გლობალური ჯილდოს გამარჯვებული, მათემატიკისა და ფიზიკის კენიელი მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა.

 

"პრაიმტაიმი"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×