რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) დეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე პატრულის თანამშრომლებს გორის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.

სასამართლომ ნუკრი ხაბელაშვილი უდანაშაულოდ ცნო, ზურაბ რუსიშვილი - ნაწილობრივ დამნაშავედ და მას 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო გია სადაღაშვილიც და სასჯელი მას 2 წლით და 6 თვით განუსაზღვრა.

პარლამენტის წევრის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია ავტოავარიას 2018 წლის 17 მაისს ემსხვერპლა. მას გორის გვირაბთან სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს. 24 მაისს ბექა ხახუბიას ავარიის გამო 2 პოლიციელი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მოგვიანებით აღნიშნულ საქმეზე ბრალი სამპოლიციელს წარუდგინეს, სასამართლომ ისინი წინასწარი პატიმრობიდან 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×