რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულს, მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

განაჩენი რამდენიმე წუთის წინ, გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.

ნაფიცმა მსაჯულებმა ორი დღის წინ მალხაზ კობაური ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნეს. ბრალდების მხარე სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.

ხადის ხეობაში მკვლელობა 4 ივლისს მოხდა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×