რეზონანსი
27.03.2019

 (რეზონანსი) დეპუტატი ეკა ბესელია შსს და პროკურატურას, ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაზე ერთ თვეს აძლევს.

,,არ არის, ან ვერ არის ნაპოვნი ამ საქმის დამკვეთი. თუ ერთი თვის ვადაში მე ამ კითხვებზე პასუხებს ვერ მივიღებ, მე თვითონ დავარქმევ სახელს, თუ რა ჰქვია ამას. ყველა კითხვა, რაც გვაქვს ეხება შსს-ს და პროკურატურას. ჩანს, რომ ადამიანის პირადი სივრცე დაუცველია. მგონია, რომ უკვე დრო არის პასუხიმგებლობა აიღონ ამ ყველაფერზე. რაღაცეები, რომ ერთმანეთს ემთხვევა, ეს შემთხვევითი არ მგონია," - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში კვლავ გავრცელდა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×