რეზონანსი
27.03.2019

 დიდ დიღომში სისხლიანი გარჩევის შედეგად დაშავებული ბიჭი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მრავალჯერადი დაზიანებებით მიიყვანა. თვითმხილველის ცნობით, პეტრიწის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დაახლოებით 20-მდე ახალგაზრდა ჩხუბობდა. მისივე თქმით, გარჩევა პირადი ურთიერთობების გარკვევას და გოგოს ეხებოდა.

"პატრული რომ მოვიდა, მას სასწრაფო მოყვა. სადარბაზოში დააწვინეს. ბიჭი ჩემს თვალწინ სისხლისგან იცლებოდა. ექიმებს თხოვდა, დროზე წამიყვანეთო. ის არ იყო ამ უბნელი. საავადმყოფოში წაიყვანეს. მას მერე მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს", - უთხრა პრაიმტაიმს თვითმხილველი.

112-ში მომხდარს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ დაჭრილი ქირურგიის ცენტრში გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×