რეზონანსი
27.03.2019

 ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურებაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა დღეს, გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა განუცხადა, ბრალდების მხარე კობაურისთვის უვადო თავისუფლების შეფარდებას მოითხოვს.

„სახეზე გვაქვს საზარელი, უმძიმესი დანაშაული - სამი ადამიანის მკვლელობა, მათ შორის, 4 წლის ბავშვის. მოტივი - გაუპატიურება, ცალსახად გაუგონარი და შეუწყნარებელია. ბუნებრივია, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ერთადერთი, სამართლიანი სასჯელი უვადო თავისუფლების აღკვეთა იქნება და ჩვენ აუცილებლად, სასჯელის დანიშვნის სხდომაზე მხარს დავუჭერთ უვადო თავისუფლების აღკვეთას“, -განაცხადა დათუკიშვილმა. "შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც. მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×