რეზონანსი
27.03.2019

 24 მარტს, ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით 33 წლის თამარ ლომიძე შე­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენტს ბას­რი საგ­ნით მი­ყე­ნე­ბუ­ლი 6 ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბოდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და­ნით ქმარ­მა მი­ა­ყე­ნა, რომელსაც ორი კვირის წინ დაშორდა.

მამაკაცის ახლობლებლის ინფორმაციით ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი არ იყო იშვიათი, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებმდე საქმე არასდროს მისულა. თავად ბრალდებული შმაგი დოლიძე კი დუმს და გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

მომხდარის მოტივზე დაზარალებულის ახლობლები კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ, თუმცა, ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად ხაშურში ეჭვიანობას ასახელებენ.

"სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა ეს უბედურება, თუმცა თამუნა უკარგესი და ძალიან პატიოსანი გოგოა და ქმარს ეჭვიანობის საფუძველი არ ჰქონდა. წლების განმავლობაში კონფლიქტურ გარემოში უწევდა ოჯახში ცხოვრება. არაერთხელ მოუვიდათ უთანხმოება, აღარ შეეძლო ასეთ სტრესში ცხოვრება. შმაგი ხშირად თვრებოდა, ნარკოტიკების მომხმარებელიც იყო და როგორც ვიცი, ახლაც მეტადონის პროგრამაში იყო ჩართული. ქმართან დაშორება უნდოდა, მაგრამ არ ეშვებოდა, ამის საშუალებას არ აძლევდა და ეს შემზარავი ფაქტიც მოხდა", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" დაზარალებულის ერთ-ერთმა ნაცნობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×