რეზონანსი
27.03.2019

 ჯგუფ "ნიუტონის" სოლისტი სოლისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი 3-წლიანი ავადმყოფობის შემდეგ რამდენი საათის წინ გარდაიცვალა. იგი დიდი ხნის განმავლბაში ებრძოდა სიმსივნეს. ცოტა ხნის წინ იგი თავის ჯამრთელობაზე საუბრობდა:

"ალბათ, მე ვარ ძლიერი... ქიმიოთერაპიის შემდეგ პირველი კვირა ძალიან მიჭირს ხოლმე მუშაობა, მაგრამ ნელ-ნელა მომდის ძალა. მუცლის ღრუში სიმსივნის ახალი კერა აღმომაჩნდა და ქიმიოთერაპიის პირველი კურსი უკვე ჩავიტარე. მესამე წელია, მკურნალობის პროცესში ვარ და მივეჩვიე იმას, რომ ქიმიოთერაპიიდან რამდენიმე დღე რთულია. კიდევ 3-4 მაქვს გამოწერილი, მაგრამ არა უშავს...

მკურნალობას ჯერჯერობით საქართველოში ვაგრძელებ, რადგან ქიმიოთერაპიისთვის პრეპარატებს აქაც ვიწერთ. ამ ეტაპზე ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიმღერაში ხელს არ მიშლის. რეპეტიციებზეც აქტიურად დავდივარ", - აღნიშნავდა ბაბი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×