რეზონანსი
27.03.2019

 რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 36 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა.

როგორც მეზობლები "ინფო რუსთავთან" საუბრისას აცხადებენ, მამაკაცი ღამით ბინაში მარტო იმყოფებოდა, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული იყო გაზის გამათბობელი, რომლის სავარაუდოდ მოულოდნელად გაითიშა რის გამოც ბინაში გაზი დაგროვდა.

გარდაცვლილი მამაკაცი სამხედრო მოსამსახურე იყო, ის რუსთავში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულიხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×