რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) ვაკის პოლიციაში ის პირების გამოკითხეს, რომლებიც ამერიკულ კომპანია Herbalife-ზე თავდასხმას შეესწრნენ.

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ერთი პირი შეიჭრა. თავდამსხმელი შეიარაღებული იყო და სახეზე სამედიცინო ნიღაბი ეკეთა. ის იარაღის მუქარით ფულს ითხოვდა.

Herbalife-ის თანამშრომლები ყვებიან, რომ ბოროტმოქმედმა ერთ-ერთ მათგანს თავზე იარაღიც კი დაადო და სასხლეტს გამოჰკრა, თუმცა, იარაღმა არ გაისროლა.

„მუქარა იყო, გამოკრა კიდევაც. მგონი, ტყვია არ იყო შიგნით," - ამბობენ Herbalife -ის თანამშრომლები.

თავდასხმა ვაკეში თამარაშვილის ქუჩაზე, კამერებით აღჭურვილ კორპუსში მოხდა. თავდასხმის მომენტში ამერიკული კომპანიის ოფისში მხოლოდ თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ. ტერორის ქვეშ იყვენენ კლიენტებიც.

„ეს იყო საშინელება. კინოში მგონია ახლაც თავი," - იხსენებს თავდასხმისას მაღაზიაში მყოფი ერთ-ერთი კლიენტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე - ყაჩაღობის, მუხლით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

(რუსთავი 2)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×