რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) აბიტურიერნტების დიდი ნაწილი ,წელს, უმაღლესში ჩაბარებისგან თავს იკავებს. 2019 წლს დაახლოებით 39 ათასი მოსწავლე ამთავრებს სკოლას.

ჯერჯერობით, მხოლოდ 12 ათას აბიტურიენტს აქვს გავლილი რეგისტრაცია ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად. ეს მაშინ, როცა სულ რამოდენიმე დღეა დარჩენილი რეგისტრაციის დასრულებამდე. მსურველების ნაკლებობის მიზეზი კი 2020 წელს მოხსნილი უნარების გამოცდები სახელდება. ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ გერსამია.

„გუშინ ერთმა ჭკვიანმა ქალმა თავისი ვერსია შემომთავაზა, რომელიც შესაძლოა ახლოს იყოს სიმართლესთან და პასიურობის რეალურ მიზეზთან: აბიტურიენტების დიდი ნაწილი წელს გამოცდაზე საერთოდ არ გავა, ერთ წელს მოიცდიან, რადგან გაისად გამარტივებული წესით ურჩევნიათ გახდნენ სტუდენტები. დავიჯერო ამ რისკებზეც არ იფიქრა სამინისტრომ?",- წერს სოციალურ ქსელში თსუ-ს პროფესორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×