რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) თბილისი- რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 მამაკაცი დაშავდა.

მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილში ბუნებრივი აირის ავზი იყო დამონტაჟებული.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×