რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) დიახ, იყო ესეთი ფაქტი - მამუკა მდინარაძე ადასტურებს, რომ ეკა ბესელიას შეცდომით, სხვისთვის განკუთვნილი მესიჯი გადაუგზავნა.

მდინარაძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ შეტყობინება უმრავლესობის დეპუტატის, ნინო წილოსანისთვის უნდა გაეგზავნა.

მდინარაძის განცხადებით, მესიჯში ლანძთვა-გინება არ ყოფილა და მხოლოდ დღევანდელი პოზიციები იყო ჩამოთვლილი.

"ნინო წილოსანმა მკითხა რა პოზიციები იყო დღეს რა მესიჯები გახმოვანდა და ჩამოყრილი მქონდა და ეხლავე ჩაგიგდებ მეთქი ვუთხარი. წინ ვიჯექი სხვათა შორის მის ოთახში და შეცდომით, ეტყობა ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და გადავუგზავნე და შემდეგ მან მომწერა. მიმოწერა გავაგრძელეთ მე და ეკამ.

ის მესიჯი წავშალე იმიტომ, რომ არ იყო ეკასთვის განკუთვნილი, სიმართლე თქვა, ერთადერთი ეს. მე გავაგრძელე საუბარი და ვუთხარი, რომ ოჯახები გვყავს, ამ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ პოლიტიკის შემდეგაც და ნუ იკადრებს რასაც კადრულობს. მე არ ვაპირებ არავის არაფერი დავაბრალო და ისიც ტყუილია, რომ ლანძღვა იყო. იქ იყო დღევანდელი პოზიციები, რაც გახმოვანდა ჩვენი მხრიდან", - განმარტა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×