რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯეკ შეფარდის დიდ ბრიტანეთში ექსტრადირება მოხდება. მოსამართლემ დღეს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოვიდა ჯეკ შეფარდიც, რომელმაც ექსტრადირებაზე თანხმობა განაცხადა.

„ეს იყო ჩემთვის ძნელად მისაღები, მძიმე გადაწყვეტილება, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, რადგან ეს იყო უალტერნატივო გადაწყვეტილება. მე მინდა მივიღო აღნიშულ პროცესში მონაწილეობა, რათა ნათელი მოვფინო ყველაფერს და კვლავ შევუერთდე ჩემს ოჯახს მშობლებს და ჩემს ვაჟს", - განაცხადა ჯეკ შეფარდმა.

ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×