რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თურმე ნატო-ს წვრთნებში ქართველ მეზღვაურებს გემების აბორდაჟზე აყვანას ასწავლიან. ვისი გემები აგყავთ აბორდაჟზე, რუსების? რუსებთან ომის თუ არ გეშინიათ, ამ ერთმა სააკაშვილმა რით შეგაშინათ? - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და დასძენს, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამომსვლელი არ არის.

"შეიძლება მთელი ერი ამ ერთი კაცით იყოს შეშინებული? არსად ჩამომსვლელი სააკაშვილი არ არის, ვერ ჩამოვა და რომც ჩამოვიდეს, რა?! პრეზიდენტი გახდება, პრემიერ-მინისტრი გახდება, ქვეყანას კვლავ ხელში აიყვანს თუ რას იზამს? ეს შიში ინერგება ჩვენს მოსახლეობაში იმისთვის, რომ არჩევანი მიშასა და ბიძინას შორის გაკეთდეს, რაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

როგორც პარტიის ლიდერი განმარტავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ივანიშვილს ყველა პოლიტიკური რესურსი ამოეწურება და მისი მილიარდების მიუხედავად, პოლიტიკაში რაიმე ფორმით დარჩენა ძალიან გაუჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×