რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) მე ნუ მომთხოვთ პასუხს ამ გზა-კვალ არეული პატარა ბიჭების უმწიფარი, გამოუცდელი და სახელმწიფო სადავეებთან არმისაშვები ადამიანების კომენტარებზე იმიტომ, რომ მე მათზე პასუხს ვეღარ ვაგებ, მათზე პასუხი აგოს ბიძინა ივანიშვილმა, როგორმე უშველოს იქნებ მათ - ასე ეხმაურება ეკა ბესელია ყოფილი თანაგუნდელების მიერ დღეს მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

ბესელიამ შეტყობინებაც გაახმოვანა რომელიც მისი თქმით, მამუკა მდინარაძისგან შემთხვევით მიუვიდა:

"ეს მე, რომ არ მეხებოდეს, არ მჩვევია ხოლმე მესიჯების გახმოვანება. ეს ვისი ხელწერაცაა კარგად არის უკვე ცნობილი. "სქრინშოტები", ჩაწერები, მესიჯებით საუბარი. ეს მესიჯი მე მეხება და ამიტომ გეტყვით. თქვენთან ჩართვის წინ, ბედის ირონია რა არის ნახეთ - მამუკა მდინარაძე, რომელიც უგზავნიდა როგორც ჩანს, რამდენიმე ადამიანს მესიჯს, ჩემთან დაკავშირებით, რომელიც მომზადდა იქ, სადაც მზადდება ხოლმე მესიჯები, გამოაგზავნა ჩემს ტელეფონზე, სადაც ეწერა ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა-გინება.

რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე და რომ წავიკითხე მივხვდი, რომ შეცდომით გამოაგზავნა ჩემთან უბრალოდ, ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯი. იმიტომ დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები და აკეთებენ ამ მართლა სამარცხვინო კომენტარებს და რატომ გავს იცით ეს კომენტარები ერთმანეთს? ამ მესიჯებში ის წერია რაც გახმოვანდა", - განაცხადა ბესელიამ დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×