რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) ზუგდიდის დაკავებული ყოფილი მერის , ლაშა გოგიას ოჯახი ზუგდიდში სახლს ყიდის.

როგორც „2020NEW-ს" ლაშა გოგიას მამამ გამუცხადა, ოჯახს 75 ათასი ამერიკული დოლარის საბანკო დავალიანება აქვს, რაც სახლის, სასწრაფო წესით, გაყიდვის მიზეზი გახდა.

ლაშა გოგიას მამის თქმითვე, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ოჯახი, უახლოეს დღეებში, სახლის გარეშე დარჩება.

ყოფილი მერის ოჯახი სახლს 240 ათასი ამერიკულ დოლარად ყიდის,

თუმცა „Myhome.ge"-ზეა გამოქვეყნებულ ინფორმაციაში თანხა მითითებული არ არის.

შეგახსენებთ, გასული წლის პირველ ნოემბერს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და მისი მოადგილე გია გულორდავა დააკავა

ლაშა გოგია გასული წლის ნოემბერში განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის აღების ბრალდებით დააკავეს. მისი და მასთან ერთად დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღესაც გადაიდო.

სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×