რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში 52 წლამდე მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის ცხედარს ადგილობრივებმა ტყეში მიაგნეს. მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

სოფელში აცხადებენ, რომ 20 მარტს, შუადღისას, მირზაანში ხარაშვილების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა და სახლი მთლიანად დაიწვა, რის შემდეგაც მარტოხელა მამაკაცს ვერ პოულობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდარს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო იძიებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×