რეზონანსი
26.03.2019

 (რეზონანსი) ორთაჭალაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა განუცხადეს, ერთ-ერთი მძღოლის არასწორმა მანევრირებამ ავარიული სიტუაცია შექმნა, რის გამოც რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამომდინარე იქიდან, რომ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ბრალეული მძღოლი ადმინისტრაციული კოდექსის საფუძველზე ფულადი ჯარიმით დაჯარიმდება.

მომხდარი ავარიის გამო, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა ცოტა ხნით შეზღუდული იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×