ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ერთმანეთს სატვირთო ავტომობილები შეეჯახნენ. ერთ-ერთი მათგანი კი, ინერციით მსუბუქ მანქანას დაეჯახა, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
"ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა ყველანაირი დახმარება, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას ქალა-ფუძის მოტეხილობა, ტვინის ტრავმა და ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებოდა", - განაცხადა ჩოხატაურის შპს ,,ჯანმრთელობის სახლი გურიაში” სამედიცინო დირექტორმა, თემურ კოროშინაძემ.
ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.