რეზონანსი
26.03.2019

 ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის სოფელ გორაბეროჟოულთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სატვირთო მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რომელიც მეორე, საპირისპირო მხარეს მოძრავ სატვირთოს დაეჯახა, რის შემდეგაც დაეჯახა მსუბუქ მანქანას, რომელსაც პატრულ-ინსპექტორი მართავდა.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პრაიმტაიმის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×