რეზონანსი
26.03.2019

 სპეციალურ შეტყობინებაში ბანკი კლიენტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ საეჭვო ბმულებზე მათი ინტერნეტ ბანკის მონაცემები არ შეიყვანონ.

"იყავი ყურადღებით! არავის გაუზიარო და საეჭვო ბმულებზე არსად შეიყვანო შენი საბანკო მონაცემები: ბარათის ნომერი, CVV კოდი, ინტერნეტ და მობილბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი. ინტერნეტ ბანკში" - წერია "საქართველოს ბანკის" შეტყობინებაში.

როგორც ირკვევა, ბოლო პერიოდში გავრცელდა "საქართველოს ბანკის" რამდენიმე ყალბი ანგარიში. ამ ანგარიშის შემქნელები კი ცდილობენ "საქართველოს ბანკის" მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანონ.

თუ ყალბ ანგარიშზე თქვენ საკუთარი მობილბანკის სახელს და პაროლს შეიყვანთ, თქვენი თანხა სხვის ხელში აღმოჩნდება.

"გთხოვთ, თქვენივე უსაფრთხოებისთვის, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, რომლებიც ვრცელდება ამ ყალბი ანგარიშებით" - წერს "საქართველოს ბანკი".

(პრაიმტაიმი)

ამ ეტაპზე უცნობია, არიან თუ არა ყალბი ანგარიშების გამო დაზარალებული მომხმარებლები და მოხდა თუ არა გამოვლენილ ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება სამართალდამცავი უწყების მხრიდან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×