რეზონანსი
26.03.2019

 ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობასა და ლორა სმიტის გაუპატიურებაში მსჯავრდებულ მალხაზ კობაურის საქმეზე სასჯელის დანიშვნის სხდომა 27 მარტს, გორის რაიონულ სასამართლოში გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა დანიშნული.

ბრალდების მხარე კობაურისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. შესაძლოა სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯოს.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გუშინ გამოუტანეს. კობაური ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილ ყველა ბრალში ერთხმად დამნაშავედ სცნეს, მათ შორის, ლორა სმიტის გაუპატიურებაშიც. მსაჯულები სათათბირო ოთახში 4 საათი მსჯელობდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×