რეზონანსი
26.03.2019

 ხადას ხეობაში სამი ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მალხაზ კობაურის დედამ და დამ  ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთეს.

"ღმერთმა იცის იქ რა მოხდა და ღმერთი ყველას გასცემს საკადრის პასუხს, ჩემ შვილსაც და ყველასაც", – ამბობს დაკავებულის დედა. მისივე თქმით, ნაფიცი მსაჯულების  გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

კობაურის დის თქმით კი საგამოძიებო მოქმედებები  მხოლოდ მისი ძმის მიმართ მიმდინარეობდა და მისთვის წარმოუდგენელია, ერთ ადამიანს ჩაედინა ამხელა მკვლელობა.

(მარშალპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×