რეზონანსი
26.03.2019

 ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში საცხოვრებელი სახლი იწვის. თვითმხილველის თქმით, ხანძარი სახლის სახურავზე გაჩნდა. ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო სამსახური უკვე მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 დაახლოებით ერთი საათის წინ ხანძარი ლოკალიზებული იყო, თუმცა მისი ლიკვიდაცია არ მომხდარა. დამწვარია სახლის მეორე სართული. ქობულეთის მერიის პრესცენტრის თქმით კი, ადგილზე ქობულეთის მერიც იმყოფებოდა და ზარალს უახლოეს პერიოდში დაითვლიან.

(ბათუმელები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×