რეზონანსი
26.03.2019

 შვედეთის სასამართლომ, რუსეთის მოქალაქე 49 წლის ანდრეი მანკოს ქართველი მიგრანტის მკვლელობისთვის 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მსჯავრდებულს რუსეთში დეპორტაცია ელის. ინფორმაციას შვედეთის საოლქო სასამართლო ავრცელებს.

მკვლელობა შვედეთის ჩრდილოეთით მდებარე მიგრანტთა ბანაკში, კალიქსში 2018 წლის ოქტომბერში მოხდა.

ბრალდებულმა მასთან ოთახში ერთად მცხოვრები 39 წლის ქართველის მკვლელობა აღიარა. მისი თქმით, მკვლელობა თავდაცვის მიზნით, ფიზიკური დაპირისპირებისას ჩაიდინა.

გამოძიების ინფორმაციით, ანდრეი მანკო წარსულში მკვლელობისთვის რუსეთშიც იყო ნასამართლევი.

მედიის ინფორმაციით, დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი აღმოაჩინეს. 14 ნოემბერს კი, გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×