რეზონანსი
26.03.2019

 მალხაზ კობაურის ოჯახის წევრები უნდობლობას უცხადებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას. კობაურის დედა მარიამ მარტიაშვილი ამბობს, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი პროკურატურის ზეწოლის შედეგად გამოაცხადეს.

"სად არის სამართალი? არსებობს? მე სამართალს ვერ ვიპოვი, სანამ ესენი მეფობენ. ღმერთმა იცის, რომ ეს მახოს გაკეთებული არ არის. ღმერთი გასცემს ყველა პასუხს ჩემს შვილსაც... ზეწოლა იყო პრკურატურისგან და იმიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება" - აცხადებს მარიამ მარტიაშვილი.

რაც შეეხება თავად სმიტების ოჯახის ახლობლებს, რომლებიც სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, ჟურნალისტებთან განაცხადეს, რომ ისინი კმაყოფილი არიან ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებით.

12-მა ნაფიცმა მსაჯულმა მალხაზ კობაურს ერთხმად გამუტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარე კმაყოფილია გადაწყვეტილებით, დაცვის მხარე კი გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×