რეზონანსი
25.03.2019

 (რეზონანსი) სტამბოლში აია სოფიას მუზეუმის ნაცვლად შესაძლოა, მეჩეთი ეწოდოს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, ტელეკომპანია „ტგრტ ჰაბერთან" ინტერვიუში განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, შესაძლო ცვლილების შემდეგ შენობაში შესვლა ყველას უფასოდ შეეძლება.

„გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით", - აღნიშნა ერდოღანმა.

აია სოფიას ისტორიულ ბაზილიკას, მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით, 1935 წლის შემდეგ მუზეუმის სტატუსი აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×