რეზონანსი
25.03.2019

 (რეზონანსი) ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე სასჯელი გამკაცრდება. პარლამენტი როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი ნორმების ცვლილებაზე მუშაობს. კანონპროექტის ავტორი დეპუტატი ზაზა ხუციშვილია.

მისი წინადადების მიხედვით, ცხოველების წამების შემთხვევაში ადმინისტრაციული ჯარიმა 100-დან 500 ლარამდე უნდა იქნას გამოყენებული. დღეს ეს მუხლი 40 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. რაც შეეხება ცხოველების განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ფაქტებს, მათ შორის არასრულწლოვნების თანდასწრებით ჩადენილ ძალადობას, ამ ნაწილში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გამკაცრდება. საუბარია 3 წლამდე პატიმრობის გამოყენებაზე.

პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დღეს დაუჭირა.

(პრაიმტაიმი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×