რეზონანსი
25.03.2019

 ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც "ევროსაქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მასთან ალიანსი გამოირცხა:

"გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა "არაა სააკაშვილი ფორმაშიო". რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს. ამასთანავე, მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე - მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე. "ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია", - დაწერა სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×