რეზონანსი
25.03.2019

გორის სასამართლომ სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის საქმის განხილვა დაასრულა. ამ წუთებში ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის მისაღებად არიან გასულები.

დაახლოებით სამ საათში, 12 ნაფიცი მსაჯული გადაწყვეტს, დამნაშავეა თუ არა მალხაზ კობაური სმიტების სასტიკ მკვლელობაში. თუ ისინი დაასკვნიან, რომ კობაური დამნაშავეა, განაჩენს უკვე მოსამართლე გამოიტანს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ წარადგინეს ყველა მტკიცებულება, რომელიც კობაურის ბრალეულობას ადასტურებს.

„დღეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი იქნა დასკნითი სიტყვა, რის შემდგომაც სასამართლომ მოისმინა დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა. აღნიშნულის შემდგომ, მხარეებმა ვისარგებლეთ რეპლიკის უფლებებით, რის შემდეგაც, ბრალდებულს ჰქონდა საბოლოო სიტყვა. ჩვენს მიერ, სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა აბსოლუტურად ყველა მტკიცებულება, რომლებიც ერთობლიობაში ცალსახად ადასტურებს, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილია მალხაზ კობაურის მიერ. შესაბამისად, ერთადერთი ვერდიქტი, რომელსაც ველოდებით ბრალდების მხარე და ვართ დარწმუნებულები, ეს არის გამამტყუნებელი ვერდიქტი.“ - განაცხადა საქმის პროკურორმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×