(რეზონანსი) სოციალურმა მუშაკებმა მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია განაახლეს. მათ არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირების გაერთიანების წევრები და საზოგადოებრივი ჯგუფებიც შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, სოციალურმა მუშაკებმა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ დავა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს, თუმცა თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგო აღმოჩნდა.
დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დასაქმებულთა მოთხოვნების შესრულება. შესაბამისად, სოცმუშაკებმა 25 მარტიდან გამოიყენეს კანონით მინიჭებული გაფიცვის უფლება.
აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რაიონში გაიმართა. მათი მოთხოვნები უცვლელია.
გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, კადრების დამატებას და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.