დეპუტატი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ პარლამენტარებს ხელფასი უნდა გაეზარდოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. ამ საკითხზე კაკულიამ მას შემდეგ ისაუბრა, რაც მედიის წარმომადგენლებს მისი პოზიცია დააინტერესა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ანაზღაურებაზე, რაც წლიურად 60 ათასი დოლარია.
„მაშინ, როდესაც პარლამენტარის ხელფასი არის ის რაც არის, მაშინ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი არ არის რელევანტური. მაშინ ზოგადად დავფიქრდეთ ადეკვატურობაზე პასუხისმგებლობის და საზოგადოების წინაშე მისაღები გადაწყვეტილებების ვალდებულებებზე. ვისაც არ შეუძლია პარლამენტარის ხელფასის გაზრდაზე საუბარი, იმიტომ, რომ რაღაც მოტივაციები აწუხებს, მე მათ რიგებში არ ვარ. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტარის ხელფასი უნდა გაიზარდოს. ამ შემთხვევაში საბჭოს წევრების ხელფასი არ არის რელევანტური“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
დეპუტატის წლიური შემოსავალი 66465 ლარია, რაც თვეში საშუალოდ 5538 ლარს შეადგენს.