რეზონანსი
25.03.2019

 (რეზონანსი) პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, მოკლული 24 წლისაა და შემთხვევა ლიპნიცის დასახლებაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ასევე დაშავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე 38 წლის მამაკაცი.

ჟურნალისტების ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა. ინციდენტისას გამოყენებული იყო ცივი იარაღი.

სამართალდამცავებმა დააკავეს საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×