რეზონანსი
25.03.2019

 (რეზონანსი) ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონში, 30 წლის ქალს, თაკო დოლიძეს მეუღლემ დანით ექვსი ჭრილობა მიაყენა. ქალს სასწრაფო ოპერაცია უტარდება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდარზე მისი მეუღლე, 32 წლის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 32 წლის შმაგი დოლიძე ბრალს აღიარებს.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო, რაც 13-დან 17 - წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

"მარშალპრესი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×