რეზონანსი
25.03.2019

 (რეზონანსი) მასწავლებლის საუკეთესო ჯილდოს მფლობელი 2019 წლის დაჯილდოებაზე კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი, პიტერ ტაბიჩი გახდა.

ვინ არის პიტერ ტაბიჩი და რა დამსახურებისთვის გადაეცა ჯილდო?პიტერი კენიის ცენტრისგან მოშორებულ ღარიბ რეგიონში ასწავლის, სადაც გვალვა, შიმშილი და სიღარიბე ჩვეული მოვლენაა. მისი ყოველი მოსწავლე ობოლია, ან მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავს. ნარკოტიკების მოხმარება, არასრულწლოვანთა ფეხმძიმობა და ქორწინება, სკოლის მიტოვება ადრეულ ასაკში და თვითმკვლელობები ამ რეგიონში ხშირად ხდება.პიტერი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს. პიტერმა სკოლაში ტალანტებისა და სამეცნიერო კლუბები ჩამოაყალიბა, ეხმარებოდა მოსწავლეებს კვლევითი პროექტების შექმნაში. მისმა მოსწავლეებმა ჯილდო ქიმიკოსთა სამეფო საზოგადოებიდან მიიღეს. ამჟამად პიტერის სკოლის მათემატიკოსთა გუნდი ემზადება საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური გამოფენისთვის, რომელიც წელს, არიზონაში, აშშ-ში გაიმართება.

რთულია შეცვალო სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი კომპიუტერია და მოსწავლეები ყოველდღე ფეხით შვიდ კილომეტრს გადიან.

დღე, რომელმაც პიტერ ტაბიჩის და მისი მოსწავლეების ცხოვრება შეცვალა. მასწავლებელი კენიიდან გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა.

,,ყოველ დღე აფრიკაში ჩვენ ვშლით ახალ გვერდს, ახალ თავს. დღეს კიდევ ერთი დღეა. ეს ჯილდო არა ჩემი, არამედ დიდებული კონტინენტის ახალგაზრდობის აღიარებაა. მე დღეს აქ მარტო იმის წყალობთი ვარ, რასაც ჩემმა მოსწავლეებმა მიაღწიეს. ეს პრიზი აძლევს მათ შანსს. ეს ეუბნება სამყაროს, რომ მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ", - განაცხადა ტაბიჩიმ ჯილდოს მიღების შემდეგ.

ფინალისტების ათეულში ქართველი მასწავლებელი, ლადო აფხაზავაც იმყოფებოდა.მან პიტერ ტაბიჩს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს - ,, ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა და დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს."

მასწავლებლის ჯილდოს მიზანი პროფესიის პოპულარიზაცია და ისეთი მასწავლებლების აღმოჩენაა, რომლებიც განსაკუთრებული ძალისხმევის ფასად გადასცემენ ცოდნას ბავშვებს.

 

 

 

"პრაიმტაიმი"

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×