სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.
სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობენ. მათივე თქმით, ორშაბათიდან სხვა თანამშრომლების მობილიზება მოხდება, რომ ბენეფიციარები არ დაზარალდნენ.
დღეს, 25 მარტს, 08:30 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალური მუშაკების გაფიცვა დაიწყო.
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები უმძიმესი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ბენეფიციარებისათვის ეფექტიანი და მყისიერი მომსახურებების შექმნას ითხოვენ. უფრო კონკრეტულად მათი მოთხოვნები არის შემდეგი:
სოციალური მომსახურების ცენტრებში ფსიქოლოგების და იურისტების დამატება;
სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა;
საპროცესო წარმომადგენლობა;
ტრანსპორტირების საკითხის მოგვარება;
ხელფასების ზრდა ან ცალკე თანხის გამოყოფა ბენეფიციარებთან გეგმური ვიზიტებისთვის;