რეზონანსი
25.03.2019

 მამაკაცი, რომელმაც ხაშურში 33 წლის ცოლი დაჭრა, დაკავებულია სისხლის სამართლის საქმე ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. დაკავებული მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

ხაშურის საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 33 წლის ქალი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს ბასრი საგნით მიყენებული 6 ჭრილობა აღენიშნება. მედიკოსების განმარტებით, ახალგაზრდა ქალს დაზიანებული აქვს რამდენიმე ორგანო.

როგორც ხაშურის საავადმყოფოს ექიმები აღნიშნავენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×