რეზონანსი
25.03.2019

 ხაშურში ქმრის მიერ დაჭრილ ქალს ოპერაცია ჩაუტარდა - მისი მდგომარეობა მძიმეახაშურის სილამაზის სალონში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა.

ქმრის მიერ დაჭრილი ქალი ამ სალონში მუშაობს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

პოლიციამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1986 წელს დაბადებული კაცი ცხელ კვალზე დააკავა. ის დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 11-3 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ვ ქვეპუნქტით დაიწყო რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში და ითვალისწინებს 13-17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×