რეზონანსი
25.03.2019

 წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ "მკ დეველოპმენტი" კორპუსის მშენებლობას იწყებს. მშენებლობის დაწყებამდე დეველოპერმა ტვერელის ეკლესიის ქვეშ კლდის ნგრევა დაიწყო და ეკლესიის ქვედა მხარეს ჯებირიც მოანგრია. მშენებლობას აპროტესტებს ზალდასტანიშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ მშენებლობის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლებს საფრთხე ემუქრება. მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად პროექტი ნიადაგის 15 მეტრის სიღრმეზე გათხრას ითვალისწინებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამით მთაწმინდის მთის რელიეფი სრულად იცვლება და ამ ტიპის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე დაუშვებელია, რადგან რელიეფი მოძრავი ქანებისგან შედგება.

 მშენებლობა დაუშვებლად მიაჩნიათ ხელოვნებათმცოდნეებსა და ურბანისტებს, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან ასეთ ახლო მანძილზე, ტურისტულ ზონაში ამ ტიპის მშენებლობა კანონით აკრძალულია, თუმცა მშენებლობაზე სამშენებლო ნებართვა 2018 წლის 17 ოქტომბერს არის გაცემული.

ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას და მშენებლობის სასამართლოს გზით გაჩერებას გეგმავს.

newsreport.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×