რეზონანსი
25.03.2019

 „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტმა, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლადო აფხაზავამ განცხადება გააკეთა:

"ყველაზე მეტად ვინც მენატრება, აი, ცრემლებამდე მივდივარ, არიან ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბოლო წუთებში იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟივით ვიყავი, სტადიონზე რომ დარბის და არ უნდა ფინიში. მე ნამდვილად აღარ მინდოდა გამარჯვება, რადგან გავიგე, რომ გამარჯვებული გარკვეული პერიოდით უნდა დარჩეს დუბაიში, შემდეგ უნდა წავიდეს ბრიტანეთში. მე ამის დრო არ მაქვს. არ მაქვს მოგზაურობის დრო. მე ძალიან ბევრი პროექტი მაქვს გასაკეთებელი. მე ჩემი საქართველო მიყვარს, ჩემი ხალხი მიყვარს, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და ამ დიდი სიყვარულისთვის", –განაცხადა ლადო აფხაზავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×