რეზონანსი
24.03.2019

 სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"ვაკე-საბურთალოს პოლიციის თანამშრომლები, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს ამოწმებდნენ. სამი მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, რის შემდგომაც სამართალდამცველებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს. არავინ დაშავებულა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - აცხადებენ შსს-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×